რომელია პლანეტის ყველაზე დიდი სასაფლაო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვადი ას-სალამი ყველაზე დიდი სასაფლაოა არა მხოლოდ ერაყში, არამედ, მთელ მსოფლიოში, რომელიც დაახლოებით, 1400 წლის წინ დაარსდა. აქ დასაფლავებაზე მილიონობით შიიტი ოცნებობს, რადგან ვადი ას-სალამზე მდებარეობს ალის _ წინასწარმეტყველ მუჰამედის ძმის, პირველი იმამის საფლავი. ლეგენდის მიხედვით, ამ გიგანტურ სასაფლაოზე სასწაულები ხდება: ადამიანებს იმამის აჩრდილი ეჩვენებათ, რომელიც ადრე თუ გვიან დაბრუნდება, რათა სიმართლით მართოს სამყარო. ყოველდღიურად, ამ სასაფლაოზე ასობით ადამიანს - ჯარისკაცებსა თუ მშვიდობიან მოქალაქეებს - ომის მსხვერპლთ მარხავენ, რაც წლების მანძილზე გრძელდება. ამჟამად, ვადი ალ-სალამზე, დაახლოებით, 5 მილიონი ადამიანია დასაფლავებული. შიიტები მთელი ერაყიდან და ირანიდან იქ, ახლობლების საფლავების მოსანახულებლად ჩადიან. მავზოლეულში, რომელიც ღირსშესანიშნაობად ითვლება, „სელფებსაც“ კი იღებენ. სასაფლაოს ფართობი ნელ-ნელა იზრდება და დღეისთვის, 600 ჰექტარია.