მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო სასტუმროები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფუფუნება და ეგზოტიკა - ესაა მსოფლიოს უჩვეულო სასტუმროების ძირითადი მახასიათებლები, რომელთა ყოველწლიური რეიტინგი გამოცემა Lonely Planet-მა გამოაქვეყნა. სიაში პირველ ადგილზეა ინდოეთში მდებარე სასტუმრო კომპლექსი „მიხერ გარხი“, რომელიც ქვიშის დიუნაზეა განთავსებული. აქ ლუქსის კლასის 9 აპარტამენტია, თითოეულ მათგანს საკუთარი აუზი და ბუხრები აქვს. მეორე ადგილზეა ბოტსვანაში მდებარე სასტუმრო, რომელიც ქოხებისგან შემდგარი კომპლექსია და მთლიანად თივითა და თიხითაა აშენებული. ქოხების გარშემო კი ხეებია, რომელთა წლოვანება 4 ათას წელს აღწევს და ასევე, მარილიანი წყაროები. რეიტინგის მესამე საფეხურზე იტალიაში, კერძოდ, ბოლონიაში მდებარე სასტუმროა. ეს შუასაუკუნეების კოშკის მსგავსი შენობაა, სადაც ერთ დროს ციხე იყო. რეიტინგის ტოპ-ათეულში მოხვდა სასტუმრო Qast Al Sarab - არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, რომელიც უდაბნოშია განთავსებული. მისი სავიზიტო ბარათი სიმდიდრე და ფუფუნებაა. ამის შემდეგ, რეიტინგში ტასმანიაზე მდებარე სასტუმრო Cradle Mountain Lodge მოდის. რეიტინგის ავტორების განცხადებით, აქ განსაკუთრებული სამყაროა, სადაც სიმდიდრე ველურ გარემოსთან მეზობლობს. სიაში შევიდა ხეზე დაკიდებული პატარა სახლებისგან შემდგარი სასტუმრო ვანკუვერში, ასევე, მდინარე ჰუძონზე მდებარე სასტუმრო ნიუ-იორკში და თურქულ კაპადოკიაში, კლდეში გამოკვეთილი სასტუმრო კომპლექსი.