ახალი რეკორდი - ლატარეაში 700 მილიონი გათამაშდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ს მცხოვრებმა, ლატარეა Pოწერბალლ-ში, 699.8 მილიონი დოლარი მოიგო. ეს სიდიდით მეშვიდე ჯეკპოტია აშშ-ში, გათამაშებების ისტორიაში. ასეთი მნიშვნელოვანი თანხა იმის წყალობით მოგროვდა, რომ 40 გათამაშების განმავლობაშიმ „ბედნიერი ბილეთის“ შეძენა ვერავინ შეძლო და თავისთავად, ესეც ახალი რეკორდია. Associated Press-ის ცნობით, მომგებიანი ბილეთი კალიფორნიაში, ქალაქ მორო-ბეის სასურსათო მაღაზიაში შეიძინეს. გამარჯვებულის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. არ არის გამორიცხული, მან ჯერ არც კი იცოდეს, რომ ერთი ბილეთის წყალობით, უმდიდრესი ადამიანი გახდა. არსებული წესების მიხედვით, თუ ბედნიერი ბილეთის მფლობელი თანხის ერთდროულად აღებას მოისურვებს, მას 496 მილიონი დოლარი შეხვდება, მთლიან თანხას კი, ნაწილ-ნაწილ - 29 წლის განმავლობაში მიიღებს.