ევროპა „გლობალური კატასტროფისთვის“ ემზადება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპულმა კომისიამ სახელმძღვანელო შექმნა ენერგეტიკისა და საგზაო ინფრასტრუქტურის ახალი ობიექტების შესამოწმებლად, გლობალური კატასტროფის შემთხვევაში. დოკუმენტი გამიზნულია საავტომობილო და სარკინიგზო გზების, ელექტროსადგურებისა და სხვა მსგავსი ობიექტების მშენებლებისთვის. მათ უნდა გაითვალისწინონ ის რისკები, რაც, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებას ახლდეს და მაღალი ტემპერატურების, წყალდიდობებისა თუ გვალვების დროს, კონსტრუქციების საიმედოობაც უნდა უზრუნველყონ. იმისთვის, რომ უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, ობიექტები შესაბამისობაში მოიყვანონ, ბიზნესი ევროკავშირის ფონდიდან 17.5 მილიარდი დოლარის დახმარებას მიიღებს. ეს რეკომენდაციები ორგანიზაციამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ბოლო დროს გახშირებული წყალდიდობების გამო მიიღო. აღნიშნავენ, რომ მდიდარი ქვეყნებიც კი არ აღმოჩნდნენ მზად, რათა გლობალური დათბობის შედეგებს გამკლავებოდნენ.