რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სამაგიდო თამაში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონურმა საიუველირო კომპანიამ Tanaka Kikinzoku, სამაგიდო თამაში - Jinsei Game შექმნა, რომელიც მთლიანად ოქროსა და პლატინისგანაა დამზადებული. ამ სათამაშო ნაკრებისთვის 12.4 კილოგრამი ოქრო და 4.5 კილოგრამი პლატინა გაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ ყველა დეტალი ხელითაა დამზადებული. ამ ძვირადღირებული თამაშის ფასი 150 მილიონი იენია (1.3 მილიონი დოლარი). კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სამაგიდო თამაშია. Jinsei Game (სიცოცხლის თამაში) იაპონიაში, პირველად 1967 წელს გამოჩნდა, რომელიც დღემდე საკმაოდ პოპულარულია ქვეყანაში.