Facebook-ი საკუთარ ქალაქს აშენებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სოციალური ქსელების გიგანტი, საკუთარი ფუნქციების ჩამონათვალს დეველოპერსაც დაუმატებს. კომპანია კალიფორნიაში, მენლო-პარკში, სათაო ოფისის გვერდით, მთელი ქალაქის აშენებას გეგმავს, რომელსაც Willow Park ერქმევა. პროექტით გათვალისწინებულია 1 729 ბინის, სუპერმარკეტის, აფთიაქის, საცალო ვაჭრობის ობიექტების, ასევე 1.25 მილიონი კვარდატული მეტრი ახალი საოფისე ფართების მშენებლობა, სადაც დაახლოებით 7 000 თანამშრომელი იმუშავებს.

გამოქვეყნებული მასალებით, ახალ ქალაქში იქნება არქიტექტორული ღირსშესანიშნაობანი, პარკები და მოდერნისტული საოფისე შენობები - შუშის დიდი გუმბათებით. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალ საცხოვრებლებში, 120 ბინა მოხუცებისთვის იქნება, 320 კი - ნებისმიერი მსურველისთვის, ვინც იქ ბინის ყიდვას მოისურვებს. თუმცა სილიკონის ველზე იმდენად ასტრონომიული ფასებია, რომ საცხოვრებლის ყიდვას ისინიც კი ვერ ახერხებენ, რომელთა ხელფასიც ექვსნიშნა ციფრს წარმოადგენს.