საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა 73 წლის კონსერვატორი პოლიტიკოსი მიშელ ბარნიე. ის გახდა საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ასაკოვანი ხელმძღვანელი თანამედროვე ისტორიაში. ბარნიემ შეცვალა ყველაზე ახალგაზრდა, 35 წლის გაბრიელ ატალი. კანდიდატურა შეირჩა ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან უნდობლობის გამოცხადების თავიდან ასაცილებლად, წერს Le Figaro.
ბარნიე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო პრეზიდენტ ჟაკ შირაკის დროს. ის იყო გარემოს დაცვის მინისტრი 90-იანი წლების დასაწყისში, ევროპის საკითხების მდივანი და სოფლის მეურნეობის მინისტრი. სამოცდაათიანი წლებიდან იგი არჩეული იყო პარლამენტში და ეკავა მაღალი თანამდებობები ევროკავშირში, მათ შორის იყო ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი გაერთიანებიდან ბრიტანეთის გასვლის პირობებზე.
ბარნიემ ახალი მთავრობა უნდა შექმნას. საფრანგეთში 51 დღის განმავლობაში მოქმედებს მინისტრთა დროებითი კაბინეტი, რომელიც დაშლის შემდეგ დარჩა და ჯერაც ასრულებს მოვალეობებს, აღნიშნავს Radio France Internationale. ივნისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კოალიციამ მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. საფრანგეთში პრემიერის დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა. მაკრონმა უარი თქვა, რომ მთავრობის ფორმირება დაეკისრებინა არჩევნებში გამარჯვებული მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტის“ კოალიციისთვის და განაცხადა, რომ ეს საფრთხეს შეუქმნიდა ეროვნული ინსტიტუტების სტაბილურობას.
გასული კვირების განმავლობაში მაკრონმა საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებთან და ყოფილ პრეზიდენტებთან კონსულტაციები გამართა იმ კანდიდატის მოსაძებნად, რომელსაც დეპუტატები მაშინვე არ გამოუცხადებდნენ იმპიჩმენტს, წერს ფრანგული პრესა. ის ბოლოს შეხვდა ულტრამემარჯვენე დეპუტატების ლიდერს, მარინ ლე პენს. ულტრამემარცხენე პარტიის, „უმართავი საფრანგეთის“ წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს პრეზიდენტთან საუბარზე.
Le Figaro-ს ცნობით, ახალი პრემიერის პირველი ამოცანა იქნება, გადაურჩეს შესაძლო კენჭისყრას მისი გადაყენების შესახებ, მეორე კი - სახელმწიფო ბიუჯეტის მიღება წლის ბოლომდე.
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად დანიშნა კონსერვატორი პოლიტიკოსი მიშელ ბარნიე
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი