საჩუქრების მოყვარული თაღლითი დააკავეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში, 39 წლის მამაკაცი ტაკასი მიიაგავა, 35 ქალის მიმართ ჩადენილი თაღლითობისთვის დააკავეს. ის, თითქოსდა, ყოველი მათგანის შეყვარებული იყო. არადა, არცერთს აზრადაც არ მოსვლია, რომ შეიძლება მამაკაცისთვის ერთადერთი არ ყოფილიყო. თუმცა საბოლოოდ, სიმართლე მაინც გამჟღავნდა და ქალებმა კავალერს პოლიციაში უჩივლეს. როგორც გაირკვა, ასეთ ავანტიურაზე, მამაკაცი საჩუქრების გამო წავიდა, რომელსაც მას დაბადების დღეზე ჩუქნიდნენ. დაბადების დღეც წელიწადში, რასაკვირველია, 35-ჯერ ჰქონდა. ამგვარად, ის „გულის სწორებისგან“ საჩუქრებსა და ფულს იღებდა. ჯერჯერობით, ამ საქმეში მხოლოდ 35 დაზარალებული ფიგურუირებს, თუმცა არ არის გამორიცხული, მათი რიცხვი უფრო მეტი იყოს.