რეკორდსმენი სამსახურის გაცდენაში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიაში, საავადმყოფოს თანამშრომელმა, რომელიც მედიამ უკვე მონათლა „გაცდენების მეფედ“, ეროვნული რეკორდი მოხსნა - 15 წლის განმავლობაში, ის სამსახურში არ დადიოდა, მაგრამ ხელფასს იღებდა. ამ ხნის განმავლობაში, მას ნახევარ მილიონ ევროზე მეტი - 538 ათასი ევრო გადაუხადეს. ქალაქ კატანძაროს Pugliese Ciaccio-ის საავადმყოფოს შტატიანი თანამშრომელი, სამსახურში 2005 წლიდან აღარ გამოჩენილა. ის კლინიკის დირექტორს დაემუქრა, რათა არ განეცხადებინა მისი გაცდენების შესახებ შესაბამის ორგანოებში. მოგვიანებით, დირექტორი პენსიაზე გავიდა, თანამშრომლის არყოფნა არ შეუმჩნევიათ არც მის შემცვლელს და არც მედპერსონალს. მამაკაცი ახლა 67 წლისაა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, დოკუმენტების გაყალბება და გამომძალველობა. გარდა ამისა, ამ საქმეზე გამოძიება, საავადმყოფოს ექვსი მენეჯერის წინააღმდეგაც მიმდინარეობს.