115 ახალი სტატია

აპლიკაცია რომელიც ცხოველის მოძებნაში დაგეხმარებათ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყოველწლიურად, აშშ-ში, 10 მილიონი შინაური ცხოველი იღუპება. ამ პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილის შესატანად, ბრენდმა Iams, ინოვაციური მობილური აპლიკაცია NoseID აამოქმედა. აპლიკაცია ძაღლის ცხვირის სკანირების საშუალებას იძლევა და დაკარგულ ოთხფეხას უნიკალური ანაბეჭდის წყალობით პოულობს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ თითოეული ძაღლის ცხვირი განუმეორებელია, მიღებული გამოსახულება კი ადამიანის თითის ანაბეჭდივით არის. ძაღლების პატრონებს ცხოველის პროფილის შექმნას სთავაზობენ - მითითებული უნდა იყოს გარეგნული პარამეტრები, ცხოველის განსხვავებული ნიშნები, რათა დაასკანერონ მისი ცხვირი. ძაღლის დაკარგვის შემთხვევაში, ინფორმაციას მიიღებს აპლიკაციის ყველა მომხმარებელი. ჯერჯერობით, სიახლე ხელმისაწვდომია მხოლოდ ქალაქ ნეშვილსა და მის შემოგარენში, თუმცა ნელ-ნელა, აპლიკაციის არეალი გაფართოვდება და აშშ-ს სხვა ქალაქებსაც მოიცავს.