იესოს ახალ ქანდაკებას ააგებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იესო ქრისტეს ახალი ქანდაკება, რომელსაც ბრაზილიის ქალაქ ენკანტანდოში დგამენ, სიმაღლით უფრო დიდი იქნება, ვიდრე მაცხოვრის ცნობილი ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში. BBC News-ის ინფორმაციით, „ახალი იესოს“ სიმაღლე, კვარცხლბეკთან ერთად, 43 მეტრი იქნება. ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოში, მაცხოვრის მესამე ქანდაკება იქნება და მხოლოდ ინდონეზიის (52.55 მ) და პოლონეთის (52.50 მ) სკულპტურებს ჩამორჩება. 40 მეტრის სიმაღლეზე, ქანდაკებაში დასათვალიერებელ მოედანს გააკეთებენ, სადაც მნახველები ლიფტის საშუალებით მოხვდებიან. მშენებლობა ენკანტანდოში 2019 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ქანდაკების დადგმა კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით გახდა შესაძლებელი.