ევროკავშირი ფრენისას მობილურის გამოყენებას დაუშვებს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ფრენის რეჟიმს“ ვემშვიდობებით? - როგორც მინიმუმ, ევროკავშირის ტერიტორიაზე მალე ის შესაძლოა საჭირო აღარ იყოს
 ევროპულმა კომისიამ 2008 წლის შემდეგ გამოყო ინტერნეტის სპეციალური ხაზი ავიაკომპანიებისთვის. თუმცა ის ძალიან ნელი იყო, რადგან თვითმფრინავსა და მიწას შორის არსებულ სატელიტზე იყო დამოკიდებული
 კავშირგაბმულობის კომპანია EE-ს ინფორმაციით, ახალი სისტემა 5G ტექნოლოგიაზე იქნება აწყობილი და მგზავრებს 100 მბ/წმ-მდე სიჩქარის ინტერნეტს მიაწვდის, რაც მათ საშუალებას მისცემს ფრენისას მუსიკალური და კინო სტრიმინგ სერვისებით თავისუფლად ისარგებლონ
 „ცა აღარ იქნება ზღვარი, როდესაც საუბარია სუპერ-სწრაფ კავშირგაბმულობაზე“ - თქვა ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა ტიერი ბრეტონმა