საქართველოს ძირითადი იმპორტიორი და ექსპორტიორი ტოპ-სამი ქვეყანა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორია ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დეტალური ანალიზი „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით

ავტორი: მაკა რუხაძე

 

„პანდემიის შემდგომ, გასულ წელს, ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - 10.4%-ით და წელსაც, ეს წელი ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით დავიწყეთ. პირველ შვიდ თვეში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - 10.3% გვაქვს. გარდა ამისა, ბიუჯეტი წელს დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო 64.8 მილიარდი ლარი. პროგნოზირებული იყო საქონლის ექსპორტის ზრდა, დაახლოებით, 13%-ით, ხოლო ტურიზმის აღდგენა, 2019 წელთან შედარებით, 70%-ის ფარგლებში. ამ პერიოდში, ჩვენ გვაქვს შემდეგი პარამეტრები: საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი 3.1 მილიარდი აშშ დოლარია, რაც 36%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს; ასევე მინდა ვთქვა, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 1.6 მილიარდ აშშ დოლარს, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციების მოცულობამ წლის პირველ კვარტალში 922 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 62%-ით აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ წელს, პირველ შვიდ თვეში, კვლავ ორნიშნა - 10.3%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, რასაც დეტალურად გთავაზობთ, ირკვევა, რომ 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, გაიზარდა, როგორც იმპორტი, ასევე, ექსპორტი. ამ პერიოდში, საქართველოს ძირითადი იმპორტიორი და ექსპორტიორი ქვეყნებია თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. მეტიც, სწორედ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, ქვეყნიდან ელექტროენერგიის ექსპორტიც გაიზარდა.

 

იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები

„საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 936 4000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 36.6%-ით მეტია. უწყების ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 3 571 400 აშშ დოლარია ანუ 36.9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 8 364 900 აშშ დოლარი ანუ 36.5%-ით მეტი. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, 4 793 500 აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.

„2022 წლის იანვარ-აგვისტოში, ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილ საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3%-ია. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი - 502 600 000 აშშ დოლარი; აზერბაიჯანი - 421 500 000 აშშ დოლარი და რუსეთი - 409 300 000 აშშ დოლარი. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილ საქართველოს მთლიან იმპორტში 66.7% პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი - 1 467 300 აშშ დოლარი; რუსეთი - 1 068 500 აშშ დოლარი და ჩინეთი - 724 000 000 აშშ დოლარი“, - ვკითხულობთ „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ მონაცემებში.

უწყებისვე ცნობით. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7%-ზე დაფიქსირდა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი - 1 788 800 აშშ დოლარი; რუსეთი - 1 477 800 აშშ დოლარი და ჩინეთი - 1 226 600 აშშ დოლარი. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა - 683 800 000 აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.1%-ია; მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები - 490 900 000 აშშ დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 13.7%-ია, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები - 371 600 000 აშშ დოლარით ანუ მთლიანი ექსპორტის 10.4%.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 940 400 000 აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11.2% შეადგინა; მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 872 700 000 აშშ დოლარით ანუ იმპორტის 10.4% და მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 531 400 000 აშშ დოლარით ანუ იმპორტის 6.4%“.

 

ექსპორტი - რეექსპორტის გარეშე

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა, არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე, 3 571 400 აშშ დოლარი იყო, რაც 36.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. უწყების ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი ანუ ექსპორტი - რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 69.6%-ია. ეს მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 31.2%-ით გაიზარდა და 2 487 100 აშშ დოლარს გაუთანაბრდა.

გარდა ამისა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, ათი უმსხვილესი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.3% იყო. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი - 472 200 000 აშშ დოლარით; რუსეთი - 350 600 000 აშშ დოლარითა და თურქეთი - 295 600 000 აშშ დოლარით.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში, პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 683 800 000 აშშ დოლარით. ამ სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.5%-ია; მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები - 365 100 000 აშშ დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.7%-ია და მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები - 192 700 000 აშშ დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7%-ია.

 

ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდა

„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. უწყების წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, ქვეყანამ 73 900 000 აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 398.5%-ით მეტია. შარშან, პირველ შვიდ თვეში, დენის ექსპორტიდან შემოსავალმა 14 800 000 აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, 2022 წელს, უკვე მეორე თვეა ელექტროენერგია ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ათეულში ხვდება, ხოლო იანვარ-აგვისტოში, მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, დენის წილი 3% იყო.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობის ელექტროენერგია თურქეთში გაყიდა - 69 303 000 აშშ დოლარი; მეორე ადგილზეა სომხეთი - 3 980 000 აშშ დოლარი; მესამეზეა აზერბაიჯანი - 569 700 000 აშშ დოლარი. რაც შეეხება რუსეთს, იქ წელს, 97 000 აშშ დოლარის დენი გავყიდეთ.

რაც მთავარია, „საქსტატისვე“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს, საქართველომ მხოლოდ 34 745 000 აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა და ისიც, ძირითადად, ზამთრისა და ადრეული გაზაფხულის პერიოდში.