სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელშია - პრეზიდენტი შარლ მიშელს ხვდება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყურადღების ეპიცენტრშია ბრიუსელი და შუმანის მოედანი, სადაც სალომე ზურაბიშივილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის წინ, ევროკავშირის ლიდერებს პირისპირ ხვდება.

პრეზიდენტის ვიზიტის წინ უძღვოდა ევროკავშირის ელჩების დიპლომატიური დემარში. რას "ეტყვის ქართული ოცნების" და პუიტინის ხელისუფლების კავშირებზე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს, ეს არის ახლა მთავარი ინტრიგა.

პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს ხვდება იმ ფონზე, როდესაც ისინი სალომე ზურაბიშვილისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და პოლტიპატიმრების საკითხის გადაჭრას ითხოვენ. საინტერესოა, ამ შეხვედრების შემდეგ, მიიიღებს თუ რა სალომე ზურაბიშივლი ნიკა გავრამიას შეწყალების გადაწყვეტილებას?

ახლა ელიან რა იქნება პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი აქცენტები ევროპარლამენტის სხდომაზე,იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის დღეს ზურამიშვილმა მმართველი გუნდი რუსეთის მოკავშირედ გამოაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 31 მაისს, თბილისის დროით 17 საათზე, 13 წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.