რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი და თან მმართველ ძალას უწოდებს ვიგინდარას - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი აშშ-ის სენატიდან და თან ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და კონკრეტულად მმართველ ძალას უწოდებს ვიგინდარას. რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თუ გინდა, რომ იყო მიუკერძოებელი დამკვირვებელი, მაშინ მიკერძოება საერთოდ არ უნდა აჩვენო.

„რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი აშშ-ის სენატიდან და თან ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და კონკრეტულად მმართველ ძალას უწოდებს ვიგინდარას. რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას, არავითარი ფასი არ აქვს. როდესაც კრიტიკა არის აბსოლუტურად უსამართლო, როცა არის სრული უსამართლობა, რა თქმა უნდა, არაფერს აქვს მნიშვნელობა“, - აღნიშნა პრემიერმა.