მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

3 მაისს იწყება სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარის, ანა რეხვიაშვილის შეხვედრები ევროპარლამენტის, ევროკომისის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პოლიტიკურ ლიდერებთან და წამომადგენლებთან.
როგორც ანა რეხვიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი გაიმართება საქართველოში და აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და პერესპექტივებზე, აგრეთვე, სახალხო მიძრაობა, როგორც ლიდერების ახალი თაობის პოლიტიკური პლატფორმა ახალი საერთაშორისო ინიციატივით - ,,Great Open Dialogue -  Brussels” - წარსდგება ოფიციალური ბრიუსელის წინაშე .

 შეხვედრები გაიმართება ევროპარლამენტარებთან:
მიხაილ გალერთან, ვიოლა კრამონთან, მარკეტა გრეგოროვასთან, მარინა კალიურანდთან და სხვებთან.

ევროკომისიის წარმომადგენლებთან: მეთიუ ბუსკეტთან და მიქაელა ჰაუფთან.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელთან ლუკ დევინთან,
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსთან რიჩარდ ტიბელსთან და კიარა ობრაიენთან.


შეხვედრები გაიმართება ონლაინ რეჟიმში.