თბილისის გრანდ სლემი პირველი ადგილით დავასრულეთ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის ძიუდოისტთა ტურნირს ახლახან მიენიჭა გრანდ სლემის სტატუსი და შესაბამისად, მისი მოგება ბევრად პრესტიჟული გახდა. გარდა იმისა, რომ აქ მოპოვებული გამარჯვება მსოფლიო რეიტინგზეც აისახება, თბილისური ტურნირი ოლიმპიადისთვის საჭირო სალიცენზიო ქულებსაციძლევა, ამიტომ, დედაქალაქშ გაშლილ ტატამზე ძიუდოისთა სიმრავლე იყო.
ტრავმისა თუ სხვადასხვა მიზეზების გამო, საქართველოს ნაკრების რამდენიმე პირველმა ნომერმა ვერ იჭიდავა. ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი გუნდისთვის, ტურნირზე ღირსეულად წარმდგარიყო და საბოლოო ჯამში, ჩვენმა გუნდმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც გუნდური პირველი ადგილისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ჩემპიონები თემურ ნოზაძე (-60კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100კგ.) გახდნენ. ვერცხლის მედლები ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ.), ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ.) და ილია სულამანიძემ (-100კგ.) ირგუნეს, ხოლო კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ალეკო მამიაშვილი (-73კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ.), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100კგ.) ავიდნენ.