დოლიძე პირველად დამარცხდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ პროფესიულ რინგზე მესამე შეხვედრა გამართა და პირველი მარცხი განიცადა. მისი მეტოქე, ამერიკელი ტრევინ ჯაილსი იყო და შეხვედრის შემდეგ, მან აღიარა, რომ მსაჯების გადაწყვეტილება საპირისპირო რომ ყოფილიყო, არ გაუკვირდებოდა. თანაბარ ორთაბრძოლაში, არბიტრებმა გამარჯვება ქულებით, სწორედ ამერიკელს მიანიჭეს.

„მნიშვნელოვანია, მსაჯები რას აქცევენ ყურადღებას, თუ მხედველობაში ზიანის მიყენება აქვთ, ვფიქრობ, მე გავიმარჯვე, თუმცა თუ კონტროლს ვგულისხმობთ, ამ კუთხით, მეტოქემ უკეთ იმოქმედა და გამარჯვება მას ეკუთვნოდა“, - განაცხადა ჯაილსმა.