თალიბანის მილიონები, გერმანელთა პროტესტი, არაბების „როლს როისი“ და კოსოვო სერბეთია? - მსოფლიოს ჩემპიონატი ძალას იკრებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველდღიურად გვაოცებს. ამბები, რომელიც იქ ხდება, არანაირ საფეხბურთო ჩარჩოებში არ ჯდება და ყოველდღიურად, ახალ-ახალ სკანდალს იგებს სამყარო. ყველაზე მწვავეთი დავიწყოთ.

ახლა ირკვევა, რომ ყატარში, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს, ათეულობით მილიონი დოლარი... თალიბებმა იშოვეს. თალიბების ლიდერები დოჰაში 2010 წელს დასახლდნენ და სწორედ იქ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ამერიკელებთან. ოფიციალური ტეროტისტებისთვის საცხოვრებლის მიცემა ყატარელებმა ერთადერთი მიზნით გადაწყვიტეს - მათ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა აქვთ< მაგრამ არ აქვთ გავლენა გეოპოლიტიკაზე, ანუ ისინი ვერ და ა რ არიან პოლიტიკური მოთამაშეები და ამ მოლაპარაკებების ადგილად დოჰას არჩევა, მათ დიდ პოლიტიკაშ ჩარევა-გარევის შესაძლებლობას აძლევდა. ჰოდა, როცა ყატარში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დიაწყო, თალიბებმა მძიმე სამშენებლო ტექნიკა შეიძნეს, ის ქვეკონტრაქტორებს მიაქირავეს და იმ 12 წლის განმავლობაში, როცა სამუშაოები მიმდინარეობდა, ათეულობით მილიონი დოლარი იშოვეს. ახლა ამბობენ, რომ ყატარელების გარდა, ეს ამერიკელმა მარალჩინოსნებმაც იცოდნენ, მაგრამ გაჩუმდნენ...

როგორც მოგეხსენებათ, ყატარის ხელისუფლებამ უკმაცრესად აკრძალა ლგბტ დროშისა და ზოგადად, ლგბტ სიმბოლიკის გამოყენება. ამიტომ, საფეხბურთო ნაკრებების კაპიტნებს ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი საკმლავურების გაკეთება აეკრძალათ და ყველაზე მეტად ეს ამბავი გერმანელებმა გააპროტესტეს. მეტიც, მათმა საფეხბურთო ნაკრებმა, ტურნირის პირველ შეხვედრაშ, იაპონელებთან მატჩის წინ, პროტესტის ნიშნად პირზე ხელი აიფარა. შეხვედრას ტრიბუნებიდან ადევნა თვალი გერმანიის შს მინისტრმა ნენსი ფეიზერმა, რომელიც ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს გვერდზე იჯდა. ჰოდა, ფრაუ ნენსიმ შუა თამაშის  დროს კოსტუმი გაიხადა და... მკლავზე ლგბტ  სამკლავური გამოაჩინა. ინფანტინომ ეს ყველაფერი ვერ გააპროტესტა, არადა, თავად აკრძალა მსგავსი სამკლავურების გამოყენება კონკრეტულად ამ ტურნირზე.

ბრაზილიასთან მატჩი სერბებისთვის მეტად საპასუხისმგებლო იყო, თუმცა შეხვედრა, რომელიც ბრაზილიელებმა ლაღად მოიგეს, სკანდალური გამოდგა. გავრცელდა ფოტო სერბების ნაკრების გასახდელიდან. გასახდელში დროშა ეკიდა, რომელზეც სერბეთის რუკა იყო გამოსახული და რუკაზე კოსოვო, როგორც სერბეთის ნაწილი. რუკას წარწერაც ამშვენებდა - „არ დანებდე“. კოსოვოელებმა ამის გამო, ფიფაში საჩივარი შეიტანეს და მოკვლევაც დაიწყო, თუმცა საეჭვოია, ამის გამო სერბეთი ჩემპიონატიდან მოხსნან.

საუდის არაბეთის ნაკრებმა ყველასთვის მოულოდნელად არგენტინა 2:1 დაამარცხა. ეს იმდენად დიდი შოკი იყო, რომ არგენტინაში ლამის გლოვის დღე გამოცხადდა. სამაგიეროდ, საუდის არაბეთის მეფემ ოფიციალურად გამოაცხადა ეს დღე დღესასწაულად, ნაკრების ყველა ფეხბურთელს 2.5 მილიონი დოლარი უკვე გადაუხადა და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, შინ დაბრუნებულ მოთამაშეებს, ახალი „როლს როისი“ დახვდებათ. ძალიან საეჭვოა, არაბებმა ამ გამარჯვების მიუხედავად ჯგუფიდან გასვლა მოახერხონ, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, მათთვის მსოფლიო უკვე დასრულდა, რადგან ლიონელ  მესის არგენტინა დაამარცხეს.

G ჯგუფის პირველ ტურში შვეიცარიამ კამერუნი დაამარცხა, თუმცა ცუდი თამაშის გარდა, აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელი ნაკრების ფეხბურთელმა, გაელ ონდუამ მიიპყრო. მას ბუცებზე კამერუნის დროშასთან ერთად, რუსეთის დროშაც ჰქონდა გამოსახული. არადა, ონდუა გერმანული „ჰანოვერის“ ფეხბურთელია. როგორც მერე გაირკვა, ოდნუა კამერუნში კი არის დაბადებული, მაგრამ რუსეთშ გაიზარდა, ამ ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს და დუსულიც გადასარევად იცის. როგორც მან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ამ ნაბიჯით მან პატივი სცა ქვეყანას, სადაც გაიზარდა და სადაც ადამიანად ჩამოყალიბდა. სწორედ იმის გამო, რომ ონდუას რუსეთის მოქალაქეობაც აქვს, ფიფამ მის დასჯაზე უარი თქვა, რადგან ფეხბურთელმა რეალურად თავისი ქვეყნების დროშები დაიხატა.

2014 წელს, გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგი, 4 წლის შემდეგ კი ჯგუფიდან ვერ გავიდა, რაც კატასტროფად შეფასდა. ახლა კი... ახლა, 2 ტურის შემდეგ, გერმანელებს 1 ქულა აქვთ და უ დიდესია იმის შანსი, რომ ალემანები კვლავ ჯგუფში ჩარჩნენ. ეს იმ შემთხვ ევაში მოხდება, თუ ესპანეთი იაპონიას არ მოუგებს და სპეციალისტების აზრით, შეგნებულად არც მოუგებს, რადგან პლეი-ოფებში გერმანელთა ნაცვლად, სწორედ იაპონიამ ითამაშოს, ქვეყანამ, რომელსაც საბოლოო გამარჯვების შანსი უბრალოდ არ აქვს. არადა, ბუნდესნაკრების თავკაცი ჰანს ფილიკი, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასული ნაკრებების მწვრთნელებიდან, ყველაზე მეტ ჯამაგირს იღებს. უინტერესო არ უნდა იყოს, იმ 10 მწვრთნელის დასახელება, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებიდან ყველაზე მეტი ხელფასი აქვთ. მაშ ასე:

1) ჰანსი ფლიკი - 6.5 მილიონი ევრო (გერმანიის ნაკრები)

2) გარეთ საუთგეიტი - 5.8 მილიონი ევრო (ინგლისის ნაკრები)

3) დიდიე დეშამი - 3.8 მილიონი ევრო (საფრანგეთის ნაკრები)

4) ტიტე - 3.6 მილიონი ევრო (ბრაზილიის ნაკრები)

5) ლუი ვან გაალი - 2.9 მილიონი ევრო (ნიდერლანდების ნაკრები)

6) ხერარდო მარტინო - 2.9 მილიონი ევრო (მექსიკის ნაკრები)

7) ლიონელ სკალონი - 2.6 მილიონი ევრო (არგენტინის ნაკრები)

8) ფელიქს სანჩესი - 2.4 მილიონი ევრო (ყატარის ნაკრები)

9) ფერნანდუ სანტუში - 2.25 მილიონი ევრო (პორტუგალიის ნაკრები)

10) მურატ იაკინი - 1.6 მილიონი ევრო (შვეიცარიის ნაკრები)

და ერთიც - იაპონელებმა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცეს. მათი ნაკრების თამაშის შემდეგ, გულშემატკივრები ტრიბუნებზე რჩებიან და სტადიონს უფასოდ ალაგებენ. იგივეს აკეთებენ ნაკრების ფეხბურთელები და გასახდელს ალაგებენ. ბევრს ამაზე ეცინება, მაგრამ  თუ შინაგანი კულტურა არ გაქვს, ამას უბრალოდ ვერ და არ გააკეთებ.