სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მსოფლიო თასის ფინალი 12 ნოემბერს, ალჟირში გაიმართა.

მოფარიკავემ ტურნირი 1/32-ფინალიდან დაიწყო, სადაც ეგვიპტელი მაზენ ელარაბი 15:10 დაამარცხა. ამის შემდეგ მან იმავე ანგარიშით სძლია იტალიელ მიკელე გალოს.

მერვედფინალურ დაპირისპირებაში ქართველი მოფარიკავე ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს შეხვდა და 15:9 მოუგო. მეოთხედფინალში ქართველმა მოფარიკავემ სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ 15:3 დაამარცხა.

ნახევარფინალში სანდრო ეგვიპტელ ზიად​ ელსისს დაუპირისპირდა. სანდრო ბაზაძემ ფინალში იტალიელი ლუიჯი სამელე 15:13 დაამარცხა.

სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის გამარჯვებული მეორედ გახდა. ეს ტიტული მან 2022 წლის იანვარში, თბილისში მოიპოვა. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

მანამდე სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების პრიზიორი იყო.