ცუდი თუ კარგი ამბავი - ბათუმს დავითაშვილი და აზაროვი ტოვებენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2022/23 წლის საფეხბურთოევროსეზონმა სტარტი ივლისში აიღო და... ქართული კლუბებისთვის ივლისშივე დასრულდა. გულშემატკივარს ყველაზე დიდი იმედი ბათუმის „დინამოსი“ ჰქონდა, თუმცა აჭარლებმა პირველ ეტაპზე „სლოვანთან“ დრამატულ მატჩში წააგეს, შემდეგ კი, ისე ჩანს, ფსიქოლოგიური შოკიდან გამოსვლა ვერ მოახერხეს და პოლონურ კლუბთან განადგურდნენ. მაშნვე დაიწყო საუბარი, რომ ბათუმის „დინამოს“ და ზოგადად, ქართულ კლუბებს, კარგი ლეგიონერები აკლიათ, დაახლოებით ისეთები, თვეში ხელფასად 20-30 ათას ევროს რომ გამოიმუშავებენ და არამარტო ჩემპიონატის დონეს აწევენ, არამედ ევროსარბიელზეც არ შეირცხვენენ თავს.

ბათუმური კლუბის მფლობელმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ გუნდი ასეთ ლეგიონერებს მიიღებს, თმცა მანამდე „დინამოდან“ ორი საკვანძო ფეხბურთელი მიდის - ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი კარიერას სავარაუდოდ იტალიაში გააგრძელებენ. პირდაპირ ვთქვათ - დავითაშვილის და აზაროვის დონის მოთამაშეები, ბათუმს კი არა, მთლიანად საქართველოს ჩემპიონატს არ ჰყავს, მაგრამ ბერიძე გვპირდება, მათზე უკეთესებს მოვიყვანო და ვნახოთ. ისე, როცა ფარერული, ლიტვური, სომხური და აზერბაიჯანული კლუბები თამაშობენ ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე, სირცხვილია, იქ ქართული კლუბის ადგილი რომ ვერ მოინახა და იქამდე უბრალოდ კი ვერ მივდივართ, ვერც ვუახლოვდებით