ინგლისელმა ქალებმა ისტორია დაწერეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გერმანია დაამარცხა. მატჩი, რომელიც „უემბლიზე“ შედგა, ძალიან დაძაბული გამოდგა და მას ქალთა ფინალისთვის უჩვეულოდ ბევრი, 87 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდებმა მეორე ნახევარში გოლები გაცვალეს, დამატებით დროში კი ინგლისელებმა კიდევ ერთი შეაგდეს და ისტორიაში პირველად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

საინტერესოა, რომ გერმანელებს, ინგლისელებისგან განსხვავებით, ევროპის ჩემპიონატი რვაჯერ აქვთ მოგებული.