ყატარში სექსი აიკრძალა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში გაიმართება და გარდა იმისა, რომ საქომაგოდ ჩასულ გულშემატკივრებს იქაური წესების დაცვა მოუწევთ, არის ისეთი აკრძალვებიც, რომლებიც აქამდეც იწვევდნენ ვნებათაღელვას, გასულ კვირას გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ კი ყველა გააოცა.

იქაური კანონების თანახმად, დაუქორწინებლებს შორის სექსი აკრძალულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვისაც ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლა მეგობარ გოგონასთან ერთად სურს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ქორწინების მოწმობის გარეშე, მათ სასტუმროს ერთ ნომერში ცხოვრების უფლებას არ მისცემენ. იგივე შეზღუდვები ვრცელდება ფეხბურთელებზეც ანუ ვერცერთი ფეხბურთელი მეგობარ გოგონას ვერ შეხვდება და ვერ განმარტოვდება. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ყატარის ხელისუფლება პირობას დებს, ამ პროცესს უმკაცრესად გავაკონტროლებთ, ხოლო ის, ვინც წესს დაარღვევს, ჩვენი კანონებით გავასამართლებთ და შვიდწლიან ციხესაც მივუსჯითო.

ჰო, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყატარის კანონების მიხედვით, ქუჩაში სექსი არც კი განიხილება ანუ ცოლ-ქმარიც რომ იყვნენ, შესაძლოა, ოცწლიანი სასჯელი მისცენ და ზედ ფულადი ჯარიმაც დააკისრონ. ეს ამბავი ყველაზე მეტად ფეხბურთელების მეგობარ გოგონებს ახარებთ, აქაოდა, სასწრაფო წესით დავქორწინდეთ, თორემ ჩვენს გარეშე, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაგიჭირდებათო.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე