გადაწყდა - ზიდანი პსჟ-ში და ზღაპრული ხელფასი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ არაბი მფლობელი აგერ უკვე მერამდენე წელია, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს, მაგრამ სანუკვარი ჯილდოს მოპოვება ვერა და ვერ მოახერხა. როგორც ჩანს, პარიზელები ლიგას მომავალ სეზონში განსაკუთრებულად შეუტევენ და შეიხი მზად არის, ტრანსფერებში მილიარდიცც კი დახარჯოს. გუნდის მთავარ პრობლემად მწვრთნელი სახელდებოდა, რადგან სპეციალისტებს შეუძლებლად მიაჩნდათ, გუნდში მესის, ნეიმარისა და მბაპეს ყოფნის ფონზე, სასურველი შედეგი ვერ მიეღოთ. ჰოდა, ახლა ირკვევა, რომ უახლოეს დღეებში პარიზულ კლუბს ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს. არადა, ზიზუმ რამდენჯერმე უარყო „პსჟ“-ს წინადადება და მისი გარემოცვა ამბობდა, რომ მას საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნა სურდა და შეთავაზებას სწორედ ფედერაციისგან ელოდებოდა, თუმცა გამოსავალი აქაც მოინახა - კონტრაქტის თანახმად, თუ ზიდანს საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნას შესთავაზებენ, მას უფლება ექნება, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში იმუშაოს.

 

არანაკლებ მნიშვნელოვვანია ის ჯამაგირი, რომელსაც ფრანგი სპეციალისტი მიიღებს, მისი წლიური შემოსავალი 25 მილიონი ევრო იქნება და ამ მაჩვენებლთ, ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება. თუმცა, გვერდიდან თუ შევხედავთ, ზიდანის 25 მილიონი, კილიან მბაპეს 100 მილიონთან სასაცილოდაც კი ჩანს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საუბარი ჟოზე მაურინიოოზე მიდიოდა. პორტუგალიელ სპეციალისტს თითქოს ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ როგორც ამბობენ, ზიდანის დანიშვნა თავად ფეხბურთელთა სურვილი იყო.