შერმადინი სიმბოლურში... ზედიზედ, მესამედ!

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ტენერიფეს“ კალათბურთელი, გიორგი შერმადინი წლის საუკეთესო ხუთეულში, ზედიზედ, მესამედ დაასახელეს. ქართველი ცენტრი მართლაც გამორჩეულ სეზონებს ატარებს და ამიტომ, სიმბოლურ ნაკრებში მისი მოხვედრა გასაკვირი არ იყო. ჩამპიონატის სიმბოლური ნაკრების გამოვლენაში გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები მონაწილეობენ (თითოეულზე ხმების 25% მოდის) და შესაბამისად, არაობიექტურობას ვერავინ ვერავის დასწამებს. ცენტრის პოზიციაზე მწვრთნელებმა და ქომაგებმა გიორგი პირველ ნომრად დაასახელეს, ჟურნალისტებმა და გუნდის კაპიტნებმა - მეორეზე.

ახლა მთავარი ის არის, ვის დაასახელებენ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ. ეს გამოკითხვაც ზუსტად ანალოგიური პრინციპით ტარდება და ჯერჯერობით, მოქმედი გამარჯვებული... გიორგი შერმადინია.