მამარდაშვილი ზედიზედ მეორედ „გამეფდა“

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში „ვალენსიამ“ ბილბაოდან ქულა წამოიღო. „სან მამესზე“ გამართული შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად, ანუ „კინგ ოფ მატჩ“ ზედიზედ მეორე ტურია, გიორგი მამარდაშვილს ასახელებენ. ქართველმა კიპერმა საოცრად ითამაშა და ორი ისეთი ბურთი აიღო, „მკვდარი“ რომ ეთქმის. რაღა თქმა უნდა, მისი მისამართით ქება არც ესპანურმა მედიამ დაიზარა, მაგრამ ახლა ყველა იმ საფრთხეზე ალაპარაკდა, რომელიც „ღამურებს“ შესაძლოა სწორედ მამარდაშვილის გამო შესაძლოა დაემუქროთ. საქმე ის გახლავთ, რომ გიორგის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი ევროა ჩაწერილი და თ ამ თანხის კორექტირება არ მოხდება, დიდი შანსია, გიორგი ამ ზაფხულსვე რომელიმე დიდმა კლუბმა მარტივად წაიყვანოს, რაც „ვალენსიას“ არანაირად არ უნდა აწყობდეს.

თუმცა, თუ კონტრაქტის ეს მუხლი გადაიხედება, ავტომატურად უნდა გადაიხედოს მეკარის ჯამაგირიც, რადგან როცა ესპანელებმა გიორგი იყიდეს, მას მეოთხე მეკარისთვის განკუთვნილი ხელფასი დაუნიშნეს, ახლა კი ის არათუ ძირითადი კიპერი, არამედ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და აგერ, ბოლო ორ შეხვედრაში მოპოვებულ ქულებს ჟურნალისტები და ექსპერტები სწორედ მას უმადლიან.