შერმადინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. მისმა „ტენერიფემ“ ფინალში ასევე ესპანური მანრესა 98:87 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში, საპატიო ჯილდო მეორედ მოიგო.

რაც შეეხება უშუალოდ გიორგის, მას გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის და არამარტო ფინალურ შეხვედრაში, არამედ მთელი ტურნირის განმავლობაშ, ის „ტენერიფეს“ გამორჩეული ლიდერი იყო. შემთხვევითი არ არის, რომ შერმადინი ტურნირის სიმბოლურ ხუთეულშიც დასახელდა.