უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დაამტკიცა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო სამი-ოთხი წელია, ფეხბურთის გულშემატკივრები ამბობენ, რომ ჩემპიონთა ლიგა უინტერესო გახდა. უფრო ზუსტად, გულშემატკივრები ხშირად საუბრობდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები ძირითადად უინტერესოდ მიმდინარეობდა, გამარჯვებულის ვინაობის გამოცნობა ძნელი არ იყო და ასევე, მერვედფინალებიც, ამავე მიზეზით, ძალზედ უინტერესო გახლდათ. ფანების მოსაზრებას სპეციალისტებიც ეთანხმებოდნენ და უეფას პრეზიდენტმა პირობა დადო, რამე ახალს მოვიფიქრებთო. ჰოდა, მოიფიქრეს, თუმცა რამდენად საინტერესო იქნება, მომავალი გვიჩვენებს. განახლებული ფორმატი ძალაში 2024-25 წლების სეზონიდან შევა. რას გულისხმობს ის?!

ახალი წესების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე კლუბების ოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება და ტურნირი შვეიცარიული სისტემთ ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გაუქმდება ჯფუფური ეტაპი და ყველა გუნდი ერთ ჯგუფად გაერთიანდება. თითოეული კლუბი ჯგუფში 10 შეხვედრას გამართავს, საიდანაც ხუთს - საკუთარ მოედანზე, ხუთს - სტუმრად ჩაატარებს. ამ ათ შეხვედრაში დაგროვებული ქულების მიხედვით, პირველ რვა ადგილზე გასული კლუბები, პირდაპირ, მერვედფინალში მოხვდებიან, 9-24 ადგილზე გასული 16 გუნდი კი, გასვლა-მიღების პრინციპით, ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში გადაწყვეტს დარჩენილი რვა მერვედფინალისტის ვინაობას. მერვედფინალიდან კი ფორმატი ჩვეულებრივ, ორ-რაუნდიანი დაპირისპირებებით გაგრძელდება. ყველა შეხვედრა კვლავ შუა კვირაში გაიმართება, რათა ეროვნულ ჩემპიონატებს ხელი არ შეეშალოთ, მაგრამ შეხვედრების სიმრავლიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგის მატჩები სამშაბათისა და ოთხშაბათის გარდა, ხუთშაბათსაც ჩატარდეს.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე