ისტორიაში პირველად - პიკემ სახელფასო ამონაწერი გაასაჯაროვა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კატალონიური „ბარსელონა“ რბილად რომ ვთქვათ, არც თუ სახარბიელო დღეშია. გარდა იმისა, რომ კლუბს ფინაანსური კრიზისი აქვს, ვერც ფეხბურთელები ბრწყინავენ და ერთ-ერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა ხმაური ატეხა, ეს იმის ბრალია, კრიზისის მიუხედავად, „ბარსა“ თავის ვარსკვლავებს ასტრონომიულ თანხებს რომ უხდისო. მაგალითისთვის, მან ხერარდ პიკე მოიყვანა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი წლიურად 28 მილიონ ევროს იღებს. ამ განცხადებამ პიკე იმდენად გააღიზიანა, რომ მან სოციალურ ქსელში საბანკო ამონააწერი და მისი წლიური შემოსავალი გამოაქვეყნა - 2 328 884 ევრო და 39 ცენტი.

„ეს არის ჩემი წლიური ხელფასის 50% და მე მის განახევრებას სწორედ კრიზისსის გამო დავთანხმდი. დიახ, 2021 წელს მე 28 მილიონი კი არა, 2.5-იც არ ამიღია“,-დაწერა პიკემ.