ჭიკაძემ შესაძლოა საჩემპიონო შანსი მიიღოს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

UFC-ს მსუბუქ წონაში, 5 მარტს ჩანიშნულ შეხვედრაში, მოქმედ ჩემპიონსა და ქამრის მფლობელ  ალექსანდერ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ქამარი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ უნდა დაეცვა. ზუსტად შობის ღამეს კი ცნობილი გახდა, რომ ცნობილი გახდა, რომ მაქსმა ძველი ტრავმა გაიმიზეზა და ბრძოლას ჩაეხსნა. შესაბამისად, ვოლკანოვსკი მეტოქის გარეშე დარჩა და სოციალურ ქსელებში ავსტრალიელის მომდევნო მოწინააღმდეგეზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს...

15 იანვარს, გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს ხვდება და ამ ორთაბრძოლის ფავორიტადაც მიიჩნევა. ჟურნალისტები არ მალავენ, რომ თუ ჭიკაძე მოახერხებს და კატარს დაამარცხებს, იგი ტიტულისთვის ჩხუბისთვის საუკეთესო კანდიდატია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჭიკაძე იქქნება პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელსაც UFC-ს ვერსიით, საჩემპიონო ბრძოლის გამართვისა და შესაბამისად,სანუკვარი ქამრის მოპოვების შანსსი ექნება.