შავდათუაშვილი და სულამანიძე აღიარეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ( IJF) გამოკითხვის შედეგად, 2021 წლის საუკეთესოები გამოავლინა. ორ ნომინაციაში ქართველმა ძიუდოისტებმა - ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ.) და ილია სულამანიძემ (-100კგ.) გაიმარჯვეს. 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტ მამაკაცად სწორედ შავდათუააშვილი დასახელდა. ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშამ მიმდინარე წელი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგებული ოქროთი და ოლიმპიადაზე აღებული ვერცხლით დაასრულა.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩენპიონატის ბრინჯაოსმედალოსან ილია სულამანიძეს - ის ძიუდოს „ამომავალ ვარსკვლავად“ დაასახელეს. ამ ბიჭზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელებიც დიდ იმედებს ამყარებენ და აგერ, შეუმჩნეველი არც საერთაშორისო ფედერაციას დარჩა.