ისტორიაში პირველად - საქართველო ევროპის ჩემპიონია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც ძიუდოისტთა შორის გუნდური პირველობები შერეული სისტემით ტარდება, საქართველოს ნაკრებს მედლის მოპოვება უჭირდა. საქმე ის გახლავთ, რომ ქალთა ძიუდო ჩვენთან ნაკლებად არის განვითარებული და შერეულ გუნდურში კი მინიმუმ ორი გოგონა უნდა იყოს. ამიტომაც, მეტოქეები გვჩაგრავდნენ, მაგრამ...

ევროპის გუნდური ჩემპიონატი გასულ უქმეებზე რუსეთის ქალაქ უფაში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად იასპარეზა და რაც მთავარია, საკუთარი წვლილი შეიტანა ეთერ ლიპარტელიანმაც,რომელმაც ფინალამდე სავალ გზაზე თავისი შეხვედრები მოიგო. ფინაალში კი, სადაც ჩვენი მეტოქე ჰოლანდიის ნაკრები გახლდათ, მოვლენები დრამატულად განვითარდა. ექვსი წონის შემდეგ, ანგარიში 3:3 იყო და შემთხვევითობის პრონციპით, დამატებითი ბრძოლა გაიმაართა -90 კილოგრამში, სადაც საბა ინანეიშვილმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და მას შემდეგ, რაც გუნდური პირველობები შერეული სისტემით ტარდება, კონტინენტის უძ₾იერესი ნაკრების ტიტული პირველად მოვიგეთ. შედეგად, რუსეთში გამართული ევროპირველობა ქართული ჰიმნით დაიხურა, კვარცხლბეკზე კი შემდეგი ძიუდოისტები იდგნენ:  ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე -73კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე -90კგ) გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90- კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე -70კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70კგ).