ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა!

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ატაცის ვარჯიშის შემდეგ პირველ ადგილზეა. ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ, მეორეზე 215 კგ, მესამეზე კი 223 კგ ასწია.

აღსანიშნავია, რომ ატაცში 223 კილოგრამის აწევით ლაშამ +109 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები დაამყარა.

მეორე ადგილზე 200 კილოგრამით ირანელი ალი დავუდია, მესამეზე კი 190 კილოგრამით სირიელი მან ასაადი.

წინ არის შეჯიბრი აკვრაში, რის შედეგადაც +109 კგ წონით კატეგორიაში ორჭიდში დაფიქსირებული შედეგების საფუძველზე მედალოსნების ვინაობა გაირკვევა.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება. იმ სპორტსმენების სრული სია, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე გაემგზავნენ, იხილეთ ამ ბმულზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.

ამ დროისთვის, საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ერთადერთი ოქრო 21 წლის ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა მოიპოვა.