კვიპროსის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, თემურ ქეცბაიამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეორგიოს კუმასთან შეხვედრა მოითხოვა. კვიპროსული მედია ვარაუდობდა, რომ ქართველი სპეციალისტი გადადგომას მოითხოვდა და ასეც მოხდა. ერთა ლიგის პირველ ტურში, კვიპროსმა სტუმრად ლიეტუვა 1:0 დაამარცხა და ამ მატჩის შემდეგ გამრთულ პრესკონფერენციაზე, ქეცბაიამ კვიპროსელ გულშემატკივარს მიმართა.
„ეროვნული ნაკრები არც ჩემია და არც ვინმესი, ის ქვეყანას ეკუთვნის. თქვენ გაქვთ უზარმაზარი მოთხოვნები, გაქვთ პრეტენზიები, მაგრამ არ გსურთ, გვერდში დაგვიდგეთ. აგერ, მომდევნო შეხვედრა შინ გვაქვს, რვაათასიან სტადიონზე და გთხოვთ, მოხვიდეთ, მხარი დაგვიჭიროთ, გვაგრძნობინოთ, რომ გვერდში გვიდგახართ“, - განაცხადა ქეცბამ.
ჰოდა, ერთა ლიგის მეორე ტურში, კვიპროსელებმა შინ ლამის ცარიელი ტრიბუნების წინ ითამაშეს და კოსოვოსთან უშანსოდ, 0:4 დამარცხდნენ. ადგილობრივმა მედიამ ქეცბაია და მისი შეგირდები კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა.
„დავიწყოთ იმით, რომ ნაკრების დონის მოთამაშეები უბრალდო არ გვყავს. ექვსი-შვიდი ფეხბურთელია ისეთი, რომელსაც სანაკრებო დონეზე ასპარეზობა შეუძლია, დანარჩენები კი კლუბებშიც ვერ თამაშობენ. ეს იმის ბრალია, რომ კვიპროსის ჩემპიონატში კლუბები აქცენტს ძირითადად ლეგიონერებზე აკეთებენ და ნაკრებისთვის ფეხბურთელი უბრალოდ ვერ იზრდება. ამას გარდა, არც გულშემატკივარს სურს, სტადიონზე მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ოთხ დღეში, ორი ურთულესი მატჩი გვქონდა, დასვენებულმა გუნდმა სტუმრად იმარჯვა, გადაღლილმა - შინ წააგო. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, თქვენ გინდათ ყველაფერი და სანაცვლოდ არ იძლევით არაფერს“, - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა, რის შემდეგაც ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა და მოქმედი კონტრტაქტი გაწყვიტა.
მთლიანობაში, ქეცბაიას ხელმძღვანელობით, კვიპროსის ნაკრებმა 20 მატჩი გამართა, საიდანაც 5 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 13-ში კი დამარცხდა.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები დატოვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი