„ატლეტიკო“ „რეალის“ ჩემპიონობას არ აღიარებს

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრიმერადივიზიონის 34-ე ტურში, მადრიდის „რეალმა“ მორიგი გაიმარჯვება მოიპოვა და ვადაზე ადრე გაინაღდა ჩემპიონის ტიტული. „სამეფო გუნდმა“ ოქროს მედლები ისტორიაში 35-ედ მოიგო და რაც მთავარია, „ბარსელონას“ ძალიან დიდი უპირატესობით გაუსწრო.

ესპანეთში არსებული ტრადიციის მიხედვით, თუ რომელიმე კლუბი ჩემპიონობას ვადაზე ადრე გაინაღდებს, დარჩენილ ტურებშ მეტოქე გუნდი ვალდებულია მას საჩემპიონო დერეფანი მოუწყოს. უფრო ზუსტად, ეს დაუწერელი კანონია და მას პრაქტიკულად ყველა ემორჩილება.

8 მაისს მადრიდული დერბია - „ატლეტიკო“ „რეალს“ მასპინძლობს და ნომინალური მასპინძლები უკვე ამბობენ, რომ საჩემპიონო დერეფნის მოწყობას არ აპირებენ. მოგეხსენებათ, ეს ორი კლუბი ერთმანეთს მტრობს და გულშემატკივრებიც „რეალისთვის“ მისალოცად კი არა, ობსტრუქციის მოსაწყობად ემზადებიან. პრაქტიკულად ყველა კლუბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ძალიან ცუდი იქნება, თუ „ატლეტიკო“ ტრადიციას დაარღვევს და საჩემპიონო დერეფანს არ მოაწყობს. ამის ნათელ მაგალთად მათ 2007 წელი მოჰყავთ, როცა იმავე „რეალმა“ ვადაზე ადრე იზეიმა ჩემპიონობა, დარჩენილი შეხვედრა კი მოსისხლე „ბარსელონასთან“ ჰქონდა. მაშინ არავინ ელოდა, რომ კატალონიელები „რეალს“ საჩემპიონო დერეფანს მოუწყობდნენ, მაგრამ მათ სიამაყეს გადააბიჯეს, ტრადიცია არ დაარღვიეს და ჩემპიონს ღირსეული დახვედრა და დერეფანი მოუწყვეს.