სკანდალი ჩოგბურთში - ჯოკოვიჩი ავსტრალიაში დააპატიმრეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

17 იანვარს, ავსტრალიაში სეზონის პირველი დიდი ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა გაიმართება და მწვანე კონტინენტს პლანეტის უძლიერესი ჩოგბურთელები უკვე ესტუმრნენ. სიდნეიში ჩავიდა მსსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი და ტურნირის უპირველესი ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩიც, მაგრამ რად გინდა - სერბი აეროპორტიდან სპეციაალურ, შინაგან საქმეთა სამინისტრის დაქვემდებარებაში მყო სასტუმროში გადაიყვანეს და იქ გამოკეტეს. მეორე დღეს, მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ნოვაკს გაუშვებდნენ და ტურნირისთვის მზადების შესაძლებლობას მისცემდნენ, ავსტრალიამ მას ვიზა გაუუქმა და ახლა ქვეყნიდან გასაძევებლად ემზადება. სერბ ვარსკვლავს ვაქცინაციის წესების დარღვევას ედავებიან.

მართალია, ნოვაკს საჯაროდ არ უთქვამს, აცრილია თუ არა კორონა­ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა გასულ წელს ერთ-ერთ ინტერვიუშში აღნიშნა, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგია.

„წინააღმდეგი ვარ ვაქცინაციის და არ ვისურვებდი, რომ მოგზაურობის უფლების მიღების მიზნით, აცრის გაკეთებას გვაიძულებდნენ“,-თქვამაშინ ჯოკოვიჩმა.

ავსტრალიაში არსებული კოვიდ­რეგულაციების მიხედვით, ქვეყანაში აუცრელი ადამიანების შესვლა იკრძალება.

„კანონი ყველასთვის კანონია“,-ეს განცხადება კი ავსტრალის პრემიერ-მინისსტრს, სკოტ მორისონს ეკუთვნის და ძნელია, შეედაო.