რუსეთმა ჰოკეიში სსრკ დააბრუნა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, რუს სპორტსმენებსა თუ ეროვნულ გუნდებს, მაისურებზე რუსეთის გერბის დატანა 2024 წლამდე დოპინგ-სკანდალის გამო აკრძალული აქვთ, ხოლო მათი ჰიმნის ნაცვლად, შეჯიბრებზე ოლიმპიური ჰიმნი ჟღერს. ეს ყველაფერი რუსეთს ძალიან აღიზიანებს, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ და ტურნირებში მაინც მონაწილეობენ.

გასულ უქმეებზე, რუსეთის დედაქალაქში ჰოკეისტთა შორის მიმდინარე Channel One-ის ტურნირი დასრულდა. ფინალში მასპინძლები ფინეთთან 2:3 დამარცხდნენ, თუმცა უფრო საინტერესო ნახევარფინალურ და იმავე ფინალურ შეხვედრებში სხვა რამ იყო. რუსი ჰოკეისტები საზოგადოების წინაშე ნახევარფინალში კანადასთან შეხვედრაში წარსდგნენ მაისურებით, რომლებზეც დიდი ასოებით CCCP ეწერათ. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ბევრმა გააპროტესტა, მაგრამ აღმოჩნდა,რომ ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას ანალოგიური აკრძალვა არ აქვს და ამიტომ, ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, რუსები ფინალშიც ანალოგიური მაისურებით გავიდნენ, თუმცა იქ დამარცხდნენ.

როგორც ვარაუდობენ, ძალიან მალეე, სპორტის ყველა სახეობაში, რუსი სპორტსმენები მაისურზე სწორედ CCCP-ს დაიწერენ და ეს მინიმუმ 2024 წლამდე გაგრძელდება. აი, ამ პერიოდისთვის ვლადიმირ პუტინი CCCP-ს აღდგენასაც აპირებს და...