ბუფონი გულშემატკივრების მოსაზიდად

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

28 იანვარს ჯანლუიჯი ბუფონი 44 წლის ხდება. ლეგენდარული იტალიელი მეკარი ამჟამად სერია B-ს „პაარმაში“ ასპარეზობს, გუნდშ, სადაც საფეხბურთო კარიერა დაიწყო და გადაწყვიტა, რომ მაათ უძ₾იერესთა შორის დაბრუნებაში დაეხმაროს, თუმცა პარმელები აშკარად ვერ მოახერხებენ ამ მიზნის შესრულებას, რადგან დღეის მდგომარეობით მე-14 ადგილზე არიან. ჰოდა, იმის მიუხედავად, რომ ჯიჯის გუნდათნ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს, არ რის გამორიცხული, მან გუნდდი ამ ზამთარს დატოვოს და კარიერა... მოსკოვის „სპარტაკში“ გააგრძელოს.

რუსეთის „სახალხო გუნდს“ ახალი თავკაცი, იტალიელი პაოლო ვანოლი ჰყავს და ბუფონის გადაბირებას მისი მეშვეობით აპირებენ. 44 წლის მეკარეზე გრძელვადიაანი გათვლის გაკეთება არ შეიძლება და ამას სავარაუდოდ არც რუსულ კლუბში გეგმავენ. უბრალოდ, მათ სწამთ, რომ ბუფონის ფაქტორი ტრიბუნებზე გულშემატკივრის რაოდენობას გაზრდის, მოგეხსენებათ, პანდემიის გამო, ფეხბურთის მოყვარეულები მატჩების ყურებას ტელევიზორთან ამჯობინებენ, რაც კლუბის შემოსავლებს ძალიან ურტყამს და სიტუაციის გამოსწორებას ვარსკვლავების მიზიდვით ცდილობენ. ჰოდა, ბუფონზე დიდი ვარსკვლავი რუსეთში სათამაშოდ თითქმის არ ყოფილა. თითქმის იმიტომ, რომ თავის დროზე მახაჩკალის „ანჟიში“ რობერტო კარლოსი აგორებდა ბურთს.