ტაისონმა მარიხუანას მოყვანა დაიწყო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, მაიკ ტაისონი ფულს სხვადასხვა შოუებში მონაწილეობით შოულობდა. არადა, რკინის მაიკს კარიერაში 56 შეხვედრა აქვს გამართული და საერთო ჯამში, მან 584 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თუმცა, მაიკის ბუღალტრებმა იმდენი „მოახერხეს“, რომ აღნიშნული თანხა, უბრალოდ, მოპარეს და მოკრივე, ლამის მათხოვრად აქციეს. როგორც ჩანს, მხოლოდ შოუებით ნაშოვნი ფული ტაისონს არ ჰყოფნის, ამასთან იმის გათვალისწინებითაც, რომ ის მარიხუანას აქტიური მომხმარებელია და თვეში, დაახლოებით, 40 ათასი დოლარის ბაალახს მოიხმარს, ტაისონმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო - მან მარიხუნას პლანტაცია გააშენა. პლანტაცია კალიფორნიაში ააწყო, სადაც 2016 წლიდან, მოწევა ლეგალური გახლავთ.

„ძალიან მალე, ტაისონს ფულის პრობლემა აღარ ექნება, რადგან კვირაში ნახევარი მილიონის ღირებულების ბალახს ჰყიდის. ის თავად უვლის მარიხუანას თითოეულ ბუჩქს და თავადვე აგემოვნებს. შემოსავალთან ერთად, მაიკი მარიხუანაში ფულს აღარ იხდის, საკუთარ პროდუქციას ეწევა და ამით, მას რეკლამასაც უწევს“, - ნათქვამია ტაისონის წარმომადგენლის განცხადებაში.

რამდენად მისაღებია ყოფილი მოკრივისგან მარიხუანას რეკლამირება და გაყიდვა, თავად განსაჯეთ. მით უმეტეს, რომ დღემდე, ტაისონი არაერთი მოზარდის კერპად რჩება.