დოროყაშვილი ბასილაშვილს პოლიტიკური არჩევანის გამოც უპირისპირდება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსეებათ, წინასაარჩევნოდ ცნობილი სპორტსმენები, მსახიობები თუ მომღერლები ამა თუ იმ ბანაკს და კონკრეტულ პოლიტიკოსს უჭერდნენ მხარს. ასე, მაგალითად, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მხარდაჭერა კახი კალაძეს გამოუცხადა, რასაც მისი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის უმწვავესი კომენტარი მოჰყვა. მან არა მარტო ნიკა, არამედ, კალაძეც გააკრიტიკა და ყოფილ ქმარს უმძიმესი ბრალდებები წაუყენა.

„ცხოვრება საინტერესოა... ადამიანებს გვაქვს გარკვეული ნორმები და წესები, რითაც ვარეგულირებთ ერთმანეთთან ურთიერთობებს, ვიცავთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის ინტერესებს, ასევე არის ნებისმიერი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როდის არის საუბრის დრო, როდის თავშეკავების და ზოგადად, რა როგორ ხდება ელემენტარული ნორმები. მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფო იძახის, რომ მიდის ევროპისა და ამერიკისკენ, გვესაუბრება დასავლურ ღირებულებებზე, ამ დროს ზიმბაბვესავით არ უნდა მოქმედებდეს. ადამიანი ბრალდებულია მეტად სამარცხვინო საქმეებზე, ლაჩრულ და არაკაცურ ქმედებებში, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მის წინააღმდეგ, თან 1 კი არა 4 სხვადასხვა დავა, მათ შორის, 1 - ყოფილ ცოლთან და 2 - საკუთარ ღვიძლ შვილთან, 6 წლის ბავშვთან.

ასეთ დროს, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სახელმწიფო მოხელეები და პარტიები ევროპასა და ამერიკაში, ცდილობენ, იყვნენ მეტად თავშეკავებულები და არ იყენებენ ბრალდებულებს 4 სხვადასხვა სასამართლო პროცესით, სხვადასხვა მხარეებთან თავიანთ პიარ და საარჩევნო კამპანიაში. სულ რომ უყვარდეს ადამიანს ეგ სპორტსმენი და გულშემატკივრობდეს, ელემენტარულად თუ აზროვნებ, კითხვები უნდა გაგიჩნდეს, რომ რამდენად ცუდი ტიპია და რამდენად საეჭვოა მისი კეთილსინდისიერება, როდესაც ადამიანს თუ კი სადმე შეიძლებოდა შეშლოდა, ყველგან შეეშალა და სხვადასხვა ადამიანებთან, სულ სხვა ერთმანეთთან კავშირში არ მყოფ საქმეებზე აქვს დავა.

ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო ამ თემების განხილვისას და არ მჯერა და მასეთი მიდგომები აქ ძალას კარგავს, კარგი, ერთი საქმის არ გჯერა, მაგრამ არაფრის არ მჯერა, რას ნიშნავს?! ბრმა-ყრუობის ხანაა?! თუ მონობის პერიოდია, რომ ვინმესი ბრმად ირწმუნო და არფრის არ გჯეროდეს, ვითომ ანგელოზია, ამ დროს კი ის გარშემომყოფებს არასწორად ექცეოდეს, შეურაცხყოფას აყენებდეს, უსამართლოდ მოქმედებდეს, არღვევდეს შეთანხმებებს და რაც ყველაზე უპატიებელია, სცემდეს ჩოგნით საკუთარ ოჯახის წევრს.

შენ კი იდგე და ამბობდე, იიიიი, არ მჯერააააა……. ადამიანები ვიღებთ იმას, რასაც ვიმსახურებთ ადრე თუ გვიან და ამიტომ, მეტი გონიერებითა და კეთილსინდისიერებით უნდა მოვეკიდოთ გარკვეულ საკითხებს ჩვენს გარშემო. არ ვიცი მე, ესენი ევროპისკენ მიდიან თუ ზიმბამბვესკენ იმიტომ, რომ ძალადობაში ბრალდებული ადამიანი, რომლის პროცესებიც მიმდინარეობს და 4 სხვადასხვა დავა აქვს სხვადასხვა ადამიანებთან, ამჟამად პიარ კამპანიაში ჩართეს და საარჩევნოდ იყენებენ….. ვინმეს ფეხი არ დაუცდეს და რამე არ მიჰქაროს, მით უმეტეს, თუ საქმეში ჩახედული არ ხართ, ძალადობის კადრები არ გინახავთ… ცოცხები, ცოცხებიო, რომ გაიძახით, ჩოგნები, ჩოგნებიო უნდა გაძახებინოთ... ჩამოყალიბდით, ხალხო, დემოკრატია გინდათ და ევროპა, თუ ძალადობასა და მონობაში ცხოვრება, ზიმბამბვეს დონეზე“, - წერს დოროყაშვილი.