მარადონა 61 წლის გახდებოდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

1960 წლის 30 ოქტომბერს, ბუენოს აირესის უღარიბეს რაიონში დაიბადა ბიჭი, რომელმაც საფეხბურთო სამყარო შეცვალა. დიეგო არმანდო მარადონა თითქოს არაფრით გამორჩეული ბავშვი იყო, მაგრამ უკვე 4 წლის ასაკში, ბურთს, რომელიც მისი ფეხების სიმაღლე იყო, ისე ექცეოდა, რომ ყველას გაოცებას იწვევდა. შემდეგ დიეგო გაიზარდა და ბურთით საოცრებების კეთება დაიწყო. მარადონა დღემდე ბევრს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნია და ეს მოსაზრება რეალობასთან ძალიან ახლოს დგას. დიეგო არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც 60 ათასამდე ადამიანს ოფიციალურ ღმერთად ჰყავს გამოცხადებული და მათთვის წელთაღრიცხვა 1960 წლიდან ანუ მისი დაბადებიდან იწყება.

შემდეგ იყო თავბრუდამხვევი კარიერა, არანაკლებ თავბრუდამხვევი სკანდალები, ნარკოტიკები, მსოფლიოს ჩემპიონობა, მსოფლიო ჩემპიონატზე წაგებული ფინალი, ნარკოტესტზე ჩავარდნა, ექვსი ცოლი, არაერთი შვილი (ოთხი ადამიანი დღესაც დაობს, რომ დიეგოს შვილია) და სწორედ ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების გამო შეწყვეტილი ცხოვრება. პრინციპში, მარადონას დახასიათება მის მიერვე ნათქვამი ფრაზით შეიძლება - „მე შეიძლება ვიყო თეთრი, შეიძლება ვიყო შავი. აი, ნაცრისფერი არასოდეს ვიქნები“.