საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდში ითამაშებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ბეწვის ხიდზე გაიარა, 4 ქულა დააგროვა და ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა. ტურნირი უნგრეთში ჩატარდა და ჩვენი გუნდის მეტოქეები ისლანდია, ესტონეთი და მასპინძელი უნგრეთი იყვნენ. პირველ შეხვედრაში საქართველო ისლანდიას 1:1 დაუზავდა, მეორე მატჩში უნგრეთს 1:0 ვძლიეთ, მესამეში კი დავმარცხდით, მაგრამ 4 ქულა ჯგუფიდან გასასვლელად გვეყო.

საინტერესო ის გახლავთ, რომ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები ელიტ-რაუნდამდე ხშირად მიდიან ანუ თანატოლებს ტოლ-სწორად ეთამაშებიან, იგებენ, ჩაგრავენ და... უკვე ეროვნულ ნაკრებში, უცხოელთა ის თაობა ბევრად გამართულ ფეხბურთს თამაშობს, ჩვენები კი თითქოს ერთ წერტილზე იყინებიან, განვითარებას ვეღარ ახერხებენ და შედეგიც სახეზეა - წლიდან წლამდე, ეროვნული გუნდის მოგება სანატრელი ხდება.