ბექჰემი სიკვდილის გადასაფარად

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს ყატარი რომ უმასპინძლებსს, კარგად მოგეხსენებათ. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 2022 წლის 21 ნოემბერს აიღებს, ხოლო ფინალური შეხვედრა ამავე წლის 18 დეკემბერს გაიმართება. ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც გაირკვა, რომ სტადიონებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, სათანადო პირობების არარსებობის გამო, უამრავი ადამიანი იღუპება.

სტატისტიკის მიხედვით, 1 კვირაში სამხრეთ აფრიკის 12 (!) წარმომადგენელი იღუპება. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, საერთო ჯამში, ნეპალის და ინდოეთის 6 000-ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. 2010 წლიდან 2020 წლის ჩათვლით კი სიცოცხლეს პაკისტანის 1000-მდე  მოქალაქე დაემშვიდობა და ყველა შემთხვევა მშენებლობის უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო მოხდა. რეალურად, დაღუპულთა საერთო მაჩვენებელი გაცილებით დიდია, რადგან მოცემულ სტატისტიკაში არ შედიან ადამიანები ფილიპინებიდან და კენიიდან. ასევე, სტატისტიკაში არ არის გათვალისწინებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2020 წლის ბოლო თვეებიდან და 2021 წლის დასაწყისის პერიოდში.

როგორც ჩანს, ქვეყნის ხელისუფლებამ ამის გადაფარვა დევიდ ბექჰემის სახელით სცადა. ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სახე იქნება და არამარტო ყატარის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით იმოგზაურებს და როგორც ტურნირის, ისე უშუალოდ ქვეყნის რეკლამირებას შეეცდება. ბექჰემის ძირითადი მუშაობა სტადიონებზე ქალებისა და სექსუალური უმცირესობების დაშვების შესახებ იქნება მიმართული. აღსანიშნავია, რომ სტადიონებზე „ლგბტ“ თემატიკის დროშების გამოფენაც იგეგმება, რასაც მხარს ინგლისელი უჭერს. ამ ყველაფრის სანაცვლოდ, დევიდი საერთო ჯამში 277 მილიონ ევროს მიიღებს, სწორედ ამ თანხაზე მოხდა შეთანხმება და როგორც ამბობენ, თავიდან ბექჰემი 300 მილიონს ითხოვდა, თუმცა შემდეგ თანხის შემცირებას დათანხმდა.