ყველაზე მდიდარი კლუბის ისტორია მარცხით დაიწყო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას „ნიუკასლი“ არაბმა შეიხმა შეიძინა, რომლის ქონებაც 320 მილიარდადაა შეფასებული, ინგლისური კლუბი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი გახდა. რა თქმა უნდა, ერთ კვირაში შეიხი ვერაფერს შეძლებდა, თუმცა გუნდის საშინაო მატჩს „ტოტენჰემთან“ დაესწრო და ნერვიც არ შეტოკებია, როცა მისი პირმშო 2:3 დამარცხდა. მატჩის მიმდინარეობისას ორი რამ მოხდა, რამაც მსოფლიო ყურადღება მიიპყრო. თამაშის დროს, ერთ-ერთ ქომაგს გულის შეტევა დაემართა და სანამ ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში არ გადაიყვანეს, ფეხბურთელებმა შეხვედრა არ გააგრძელეს.

რაც შეეხება მეორე მოვლენას, სუფთა სპორტული თვალსაზრისით, ეს უფრო სიანტერესოა. „ტოტენჰემის“ კაპიტანმა, ჰარი კეინმა გუნდის სამი გოლიდან ერთი გაიტანა და ახალი რეკორდი დაამყაარა. 28 წლის თავდამსხმელმა პრემიერლიგაში 128-ე გასვლითი შეხვედრა ჩაატარა და 88-ე გოლი გაიტანა. ამ შედეგით კი მან ლეგენდარულ ალან შირერს გადაასწრო, რომელსაც პრემიერ ლიგის 219 გასვლით მატჩში 87 გოლი ჰქონდა გატანილი. პირველ ადგილს კი უეინ რუნი იკავებს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა 243 გასვლით შეხვედრაში 94 გოლი გაიტანა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რუნიმ კარიერა დაასრულა, კეინს კი ჯერ ყველაფერი წინ აქვს, აბსოლუტურ რეკორდამდე დიდი დრო არ რჩება.