მბაპემ „პსჟ“-ს 55 მილიონი მოუგო, მაგრამ...

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, კილიან მბაპემ აგვისტოში ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ დატოვა და „რეალში“ უფასოდ გადაბარგდა. მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გამო, მადრიდელებმა 25 წლის შემტევს, ბონუსის სახით, 100 მილიონი მისცეს და ამას გარდა, მისი წლიური შემოსავალი „სამეფო გუნდში“ 45 მილიონი ევრო იქნება. ჰოდა, მბაპე ახლა ყოფილ კლუბს სთხოვს 55 მილიონ ევროს და პრინციპში, რაღას სთხოვს, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტში, ეს დავა მოიგო კიდეც და პარიზელებს ფეხბურთელის ანგარიშზე 55 მილიონის ჩასარიცხად ერთკვირიანი ვადა მისცეს, თუმცა მათ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს და იმედი აქვთ, რომ გამარჯვებული გამოვლენ, რისი შანსიც, რეალურად ძალიან მცირეა.

„პარი სენ ჟერმენის“ იურისტი ამბობს, რომ მათ მბაპესთან მოლაპარაკება ჰქონდათ, რომლის მიხედვითაც, თუ ის კლუბს უფასოდ დატოვებდა, გარკვეულ ჯამაგირსა და ბონუსებზე უარს იტყოდა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. ახლა კი, ფეხბურთელი ამბობს, რომ ასეთი შეთანხმება არ ახსოვს, კლუბი კი, შეთანხმების არსებობას ვერ ამტკიცებს, რადგჰან ეს ყველაფერი ზეიპირი იყო და არანაირი დოკუმენტი არ გაფორმებულა. ახლა მბაპე კუთვნილს ითხოვს და „პსჟ“-ს ძალიან გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ მოთამაშესთან, 2023 წელს, ზეპირ შეთანხმებას მიაღწია 55 მილიონზე უარის თქმის თაობაზე“, - წერს ფრანგული მედია და...

თურმე, ასეთი რამ ევროპაშიც ხდება - ვიღაცა ვიღაცას ზეპირად ენდო, რომ ის 55 მილიონს არ მოსთხოვდა... ჰო, 55 მილიონს!