ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული შვედეთი გახდა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2023-ის  გამარჯვებული ქვეყანა შვედეთი გახდა – Loreen სიმღერით Tattoo, რომელმაც, ჯამში, 583 ქულა მიიღო. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება.

აღსანიშნავია, რომ Loreen ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული მეორედ გახდა. მან პირველი გამარჯვება ევროვიზიაზე 2012 წელს მოიპოვა. საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა ბელგიას ერგო, რომელიც მეშვიდე ადგილზე გავიდა.

საქართველოს წარმომადგენელი ირუ კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. მომღერალი კონკურსის მეორე ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე სიმღერით Echo წარდგა.