ნინო სუხიშვილის მეუღლე, ბიზნესმენი ზურა ლეჟავა გარდაიცვალა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ნინო სუ­ხიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ზურა ლეჟა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია ამის თა­ო­ბა­ზე ნინო სუ­ხიშ­ვი­ლის "ინ­სტგარმგვვერ­დზე" ვრცელ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ წერს დე­კა­ნო­ზი ალექ­სან­დრე გალ­და­ვაც:

"ყვე­ლა­ზე სუფ­თა, წრფე­ლი, ერ­თგუ­ლი, გვერ­დში მდგო­მი, ხელ­გაშ­ლი­ლი, გუ­ლი­ა­ნი, უსაყ­ვარ­ლე­სი თვა­ლე­ბბ­რი­ა­ლა ზურა. ღმერ­თმა გა­ნუს­ვე­ნოს", - წერს აექ­სან­დრე გალ­და­ვა.

ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც კარ­გად აწყო­ბი­ლი ბიზ­ნე­სი ჰქონ­და და ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეც იყო. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ხელი ვერ­ცხლის­ფე­რი ორა­გუ­ლის მო­შე­ნე­ბას მიჰ­ყო და ეს საქ­მე წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნე­სად აქ­ცია.

ცნო­ბის­თვის, ის რამ­დე­ნი­მე თვის წინ მძი­მე ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ლეჟა­ვა წყნე­თი­დან თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და. ბიზ­ნეს­მე­ნი ელექტროს­კუ­ტე­რით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და კლდი­დან გა­და­ვარ­და.

მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში, ლადო კახაძე წერს:

"ტრაგედიაც არის ტრაგედიაც... ვაგლახ...ისეთი კაცი წავიდა, რომელსაც სხვათა ტრაგედიების აცილება შეეძლო...ვაგლახ...ნიჭის ფრთებით შემკობილი შემოქმედი სიცოცხლე ჩაქრა...
ვაგლახ...სიყვარულის უშრეტი წყარო დაშრა...
ვაგლახ...გულშემატკივრობას გული გაუჩერდა...ვაგლახ...მზრუნველობა დაობლდა...ვაგლახ...
ისტორიას შავი ფურცელი შეემატა...ვაგლახ...ამჯერადაც გვაჯობა სიკვდილმა...ჩემი სისხლი და ხორცი...იმედისთვის დაბადებული სულითა და სხეულით მშვენიერი ღვთისშვილი ზურაბ ლეჟავა ცად იწვიეს...არ ვიცი რატომ...მაგრამ შემომქმედმა ალბათ ასე ინება...მშვიდობით...
არა და მაინც იმედი მქონდა...რატომ უფალო?..."-ლადო კახაძე