„სტუდენტები სამართლიანობისთვის“ ილიას უნივერსიტეტისგან ხარჯების რაოდენობისა და მიზნობრიობის გასაჯაროებას ითხოვს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საინიციატივო ჯგუფი „სტუდენტები სამართლიანობისთვის“ ილიას უნივერსიტეტს კიდევ ერთხელ მიმართავს და წარმომადგენლობითი ხარჯების, პრემია-დანამატებისა და სხვადასხვა პროექტისთვის გამოყოფილი თანხების რაოდენობისა და მიზნობრიობის გასაჯაროებას ითხოვს.

ჯგუფის წევრების თქმით, ოფიციალური განცხადებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართეს, რაზეც პასუხად მოკლე ინფორმაცია მიიღეს.

„უნივერსიტეტმა საჯარო ინფორმაციის გაცემს ყველა ვადა დაარღვია და არ მოგვაწოდა გარკვეული სახის მნიშვნელოვანი საჯარო ინფორმაცია. მეტიც, დამალა თუ რა თანხა დაიხარჯა უნივერსიტეტის მაღალჩინოსნების კოლოსალურ ხელფასებში“, - განაცხადა ჯგუფის წევრმა ენი ჩერქეზიშვილმა.