პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში
ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო.
მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იმყოფებოდა.