რომლებია წლის საუკეთესო ქალაქები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გამოცემა Time Out-ის წარმომადგენლებმა მთელ მსოფლიოში, ქალაქების მცხოვრები 27 ათასი ადამიანი გამოკითხეს და შედეგად მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების რეიტინგი შეადგინეს. კრიტერიუმებში, რომლებითაც საუკეთესოები გამოავლინეს, კულტურული ღირსშესანიშნაობები, რესტორნები, ღამის ცხოვრება, მოსახლეობის სიმჭიდროვე პანდემიისას, ეკოლოგიური ინიციატივები და მოსახლეობის კეთილგანწყობა შედიოდა. რეიტინგის სათავეში სან-ფრანცისკო აღმოჩნდა. საუკეთესოთა ათულში შევიდნენ, ასევე, ამსტერდამი, მანჩესტერი, კოპენჰაგენი, „დიდი ვაშლი“ ანუ ნიუ-იორკი, მონრეალი, პრაღა, თელ-ავივი, პორტუ და ტოკიო.